ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 243 ფაქტი აგვისტოში

08 სექტემბერი 2018, 00:00 1501 ნახვა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 243 ფაქტი.  1-დან  31 აგვისტოს ჩათვლით გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ მონიტორინგი განხორცილდა, გამოვლენილი ფაქტებიდან 22  სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 53 ფაქტი გამოვლინდა კახეთის ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით კი 37 ფაქტი დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 49 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 8 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ამავე კატეგორიაში