წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გონიოში

07 სექტემბერი 2018, 00:00 3667 ნახვა

საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10-ე კადრირებული ბრიგადის, საშტაბო ასეულის 21 - მა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ ქვეყნისთვის ერთგული მსახურების ფიცი დადო. ბრიგადა 10 კვირის განმავლობაში საწყის საბრძოლო მომზადების კურსს გადიოდა.

ფიცის დადების ცერემონია, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელშეწყობით ისტორიულ ადგილას გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეზე გაიმართა. რიგითებს სწავლების კურსის წარმატებით გავლისთვის  სიგელები გადასცეს.

ამავე კატეგორიაში