აქცია მერიასთან ახალი სატრანსპორტო სქემის შეცვლის მოთხოვნით

07 სექტემბერი 2018, 00:00 1746 ნახვა

სატრანსპორტო  სქემის   შეცვლას ქალაქში  მიკროავტობუსების მძღოლებთან ერთად მოსახლეობა ისევ აპროტესტებს.  ამჯერად სოფელ  განახლების მცხოვრებლები ითხოვენ ძველი სამარშრუტო ხაზის აღდგენას. საუბარია ნომერ 55-ე მიკროავტობუსზე,  რომელიც ცვლილების შემდეგ 60 ნომრად გადაკეთდა და ჭავჭავაძის  ნაცვლად ბაგრატიონის ქუჩის გავლით მოძრაობს.

 მერიის ამ გადაწყვეტილების გამო  მძღოლები პროტესტის ნიშნად 1 კვირაა არ მუშაობენ.   მოსახლეობა  დღეს ქალაქის მერს შეხვდა. შეთანხმება მიღწეულია, თუმცა დროებით. ნომერი 60 მიკროავტობუსი ჭავჭავაძის ქუჩაზე სამი დღე იმოძრავებს. ქეთი კაცაძე მოგიყვებათ ხმაურიანი შეხვედრის დეტალებზე,   შედეგებსა და მერიის მიერ გაცემულ დაპირებაზე.  

ამავე კატეგორიაში