29 ოქტომბრიდან სარფის საბაჟოზე რიგები შემცირდება

06 სექტემბერი 2018, 00:00 3574 ნახვა

სარფის საბაჟო პუნქტთან დაკავშირებით არსებობს სტერეოტიპი,  აცხადებს თურქეთის  გენერალური კონსული. მაქბულა ქოჩაკის თქმით, ისინი ყველა მოქალაქის  ნებისმიერ საჩივარს სწავლობენ.  გენერალური კონსული აცხადებს, რომ  29 ოქტომბერს  განახლებული გამშვები პუნქტი გაიხსნება, რაც  პროცედურებს გაამარტივებს. 

საკითხზე დღეს უმაღლეს საბჭოში დეპუტატებმა და  მაქბულა ქოჩაკმა ისაუბრეს. შეხვედრის სწორედ ის ნაწილი დაიხურა,  სადაც საუბარი სარფის გამშვებ პუნქტსა და  სხვა სოციალურ საკითხებს ეხებოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი