სიღნაღის მუნიციპალიტეტში თანამშრომელმა სოციალურად დაუცველების თანხა მიითვისა - ინფორმაციას სუსი ავრცელებს

05 სექტემბერი 2018, 00:00 1553 ნახვა

სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების გაცემის კომისიის მდივანი ნათია პ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები თაღლითური გზით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გასაცემი თანხიდან,  1450 ლარის მითვისებას ედავებიან. 

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "ბრალდებულმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი პირების მონაცემების გაყალბების გზით, თაღლითურად დაეუფლა აღნიშნულ პირთათვის განკუთვნილ სოციალური დახმარების თანხებს. სულ მითვისებულია 1450 ლარი"

ბრალის დამტკიცების შემთვევაში, ნათია პ. 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ამავე კატეგორიაში