ბათუმში გურამ თამაზაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

02 სექტემბერი 2018, 00:00 1486 ნახვა

,,ბათუმობა 2018“ -ის ფარგლებში ლეგენდარული ქართველი შემსრულებლის გურამ თამაზაშვილისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალი  გაიმართა. საზაფხულო თეატრში შეკრებილ  მსმენელების  წინაშე ანსამბლები ,,ალილო“ და ,,შვიდკაცა“ წარსდგნენ.

ღონისძიებაზე  საბავშვო სტუდია ,,ლალე“  და  სოლო შემსრულებლებიც  მონაწილეობდნენ.  მუსიკოსებმა  ყველასათვის ცნობილი  ქართული ჰიტები  შეასრულეს.

ამავე კატეგორიაში