მეთევზეები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

02 სექტემბერი 2018, 00:00 1293 ნახვა

კვლავ პრობლემები აქვს თურქული ხომალდის ,,ალიხან  კარტავის“  ეკიპაჟს. გემი ბათუმის ნავსადგურში უკვე რვა თვეა დგას. ეკიპაჟის წევრების განმარტებით, ბოლო ხუთი თვეა  ხელფასი არ აუღიათ და არც სურსათით მარაგდებიან. ხომალდი, რომელსაც  ფოთიდან ბათუმში ქვიშა ჩამოჰქონდა, მწყობრიდანაა გამოსული.

ეკიპაჟის  9 წევრიდან 5 უცხოელია, 4 კი - საქართველოს მოქალაქე.  ისინი  დახმარებას აჭარის პროფკავშირებს   სთხოვენ. პროფკავშირებში  ჩვენთან საუბრისას განმარტეს, რომ უახლოეს დღეებში სასამართლოს მიმართავენ.

ამავე კატეგორიაში