''ბათუმობა 2018''-ის ორგანიზატორები დღეს მე-19 საუკუნის ქალაქს გააცოცხლებენ

01 სექტემბერი 2018, 00:00 8965 ნახვა

მე-19 საუკუნის ქალაქი უნდა გააცოცხლონ „ბათუმობა 2018“-ის ორგანიზატორებმა 1 სექტემბერს. შაბათს მთელი დღის განმავლობაში ძველი ბათუმის ქუჩებში საზეიმო განწყობა იქნება. ქუჩები 1900-იანი წლების ეპოქის ელემენტებით მოირთვება.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლისთავს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. დაგეგმილია ძველ ბათუმში სპექტაკლების ჩვენება, მუზეუმებში დაცული ექპონატების ღია სივრცეში გამოტანა და გალა კონცერტი. 

ღონისძიებები 14 საათზე დაიწყება. ''ბათუმობა 2018'' კი 20 საათზე კონცერტით დასრულდება, რომელიც პიაცაზე გაიმართება. 

უფრო დეტალურად გაეცანით, რომელ ლოკაციაზე რა ღონისძიებაა დაგეგმილი. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით: 14:00-დან 19:00 საათამდე ზვიად გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ხულოსა და მაზნიაშვილის ქუჩებზე გაიმართება სპექტაკლები.

ფოტოების გაცოცხლების სცენები და ეტიუდები თამაშდება საათში ერთხელ

სცენა „ბანკი“ - ფოტოს გაცოცხლება 14:00 - გამსახურდია ბანკის შენობა
სცენა „ლონდონი“ ფოტოს გაცოცხლება 14:10 - ძველ ოქროს ბირჟასთან
სცენა „მეთევზე“ 14:20 -
სცენა „ტაძარი „ 14: 15
სცენა პიანისტი 16:00

ქალთა კამერული გუნდი 16:00
ლატვიის ქ. სალასპილის შერეული გუნდი ..ელპა'' . 17:00

საგამოფენო სივრცე
ჯაზ ბიგ ბენდი - 18:00-19:00

მინი პარკი
სცენა „ქალთა გიმნაზია“ 15:10-18:00
სცენა „გოგონები აივანზე“ 14:30

სპირიდონ ჭელიძის ბუკინისტური მაღაზია
სცენა” ქუჩის კაფე”
ღვინის კუთხე
აზიური კუთხე

ჭადრაკის და ნარდის კუთხე
სცენა „ჰოტელ დე ფრანსი“ 14:00
საცირკო წარმოდგენა 14:00, 15:00, 16:00, 17:00, 18:00

ქალთა გუნდი „იალონი“ 15:00 - 18:00

მომღერლები ფაეტონში ჯგუფი „ალილო“ და აჩიკო გოგიტიძე 15:20 - 16:00
მუსიკალური კვარტეტი და მოცეკვავე 15:30 - 19:00 ჟორდანიას ქ.

გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: აჩიკო გოგიტიძე, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, ლუკა ზაქარიაძე, მორის მელაძე, სოფო ხალვაში, გიორგი ფუტკარაძე, თამუნა მიქელაძე, ავთო აბესლამიძე, გიორგი ნაკაშიძე, სალომე კალანდაძე, სულხან დევაძე და ნანუკა მიქაძე.

''ბათუმობის'' ბიუჯეტი წელს 300 ათასი ლარია. 

ამავე კატეგორიაში