ბათუმში ესტაკადის მშენებლობაზე დიდი ოდენობით იარაღი აღმოაჩინეს

25 აგვისტო 2018, 00:00 12511 ნახვა

ე. წ. გარადოკში, ყუმბარები ტრაქტორისტმა გუშინ იპოვა. ადგილზე უკვე მუშაობენ კრიმინალისტები, ტერიტორია კი სპეციალური ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. როგორც შს სამინისტროში ამბობენ, აღმოჩენილია დიდი რაოდენობით იარაღი. გამოძიება 236_ე მუხლით დაიწყო, რაც დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვას გულისხმობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბათუმში ამ ტერიტორიაზე, წლების წინ, სამხედრო ბაზა არსებობდა და სავარაუდოდ იარაღის პოვნა ბაზას უკავშირდება. მონაკვეთი, სადაც იარაღი იპოვეს საგამოძიებო სამსახურს აქვს შემოსაზღვრული.

ადგილს პოლიცია იცავს, მიმდებარედ კი სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. ესტაკადის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ იარაღი ძველია და მუშაობის გაგრძელება საშიში არ არის.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი