17 ქართველი მეზღვაური საქართველოში ბრუნდება

24 აგვისტო 2018, 00:00 17524 ნახვა

გემ PANTELENA-ზე მყოფი მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გემზე 17 მეზღვაური ქართველია. ხომალდი ნაპოვნია და ლომეს პორტისკენ მიემართება.

საგარეო უწყებაში აცხადებენ რომ ინტენსიური კავშირი აქვთ გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟს მიაწოდონ  სასმელი წყალი და  საკვები. მეზღვაურების ოჯახებს ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში