''ჯორჯიან გაზპროჯექტის'' ყოფილმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო

24 აგვისტო 2018, 00:00 2090 ნახვა

"ჯორჯიან  გაზპროჯექტის" ყოფილმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. ნინო ადეიშვილი  ამავე კომპანიის,  ასევე "სოკარ ჯორჯია  გაზი"  აჭარის რეგიონალური ოფისის  დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას და მათთან დებატებს ითხოვს.

ის კომპანია   "ჯორჯიან  გაზპროჯექტის " ხელმძღვანელს მუქარაში ადანაშაულებს და  აცხადებს, რომ  მისი სამსახურიდან გათავისუფლება „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის“ რეგიონული ოფისის  დირექტორი დავით ლეკიშვილის ინიციატივა იყო.  

სამონტაჟო განყოფილების ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ სამსახურიდან  რეგიონში გაზიფიცირების დროს  დაშვებული ხარვეზების დაფიქსირების გამო დაითხოვეს.

 ბრალდებებს უარყოფენ განცხადების ადრესატები და მზად არიან ყველა შეკითხვას უპასუხონ.

"ჯორჯიან  გაზპროჯექტის"გენერალური დირექოტრი გიორგი ქადაგიძე განმარტავს, რომ ადეიშვილი სამსახურიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების ვერ შესრულების გამო გაათავისუფლა.  სამუშაოები კი ხარისხიანად სრულდება.
 

ამავე კატეგორიაში