მალე ''რადიო აჭარის'' მოსმენა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  შეგეძლებათ 

24 აგვისტო 2018, 00:00 2488 ნახვა

მალე რადიოს აჭარის მოსმენა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს სიხშირე წლის ბოლომდე  აჭარის რეგიონს სრულიად დაფარავს - მაუწყებლისთვის ლიცენზიის მიღების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა  კომისიამ მიიღო, რომლის თანახმადაც  ქობულეთში, ხულოსა და ქედაში  რადისიხშირეების  ათვისება  2018 წლის ბოლომდე , ხოლო დანარჩენ  ქალაქებში 2019 წლიდან ეტაპობრივად  მოხდება.

ასევე მაუწყებლის  მიერ შეირჩა  დამატებითი რადიო სიხშირეები  თავისუფალი სიხშირული რესურსის FM დიაპაზონში რადიომაუწყებლის განხორციელებისთვის.  რადიო აჭარას 80 წლიანი ისორია აქვს.  აჭარის სახელმწიფო არქივში რადიოგადაცემების შესახებ პირველი დოკუმენტი 1937 წლის 1 ნოემბრით თარიღდება აჭარის რადიომ, თავისი არსებობის მანძილზე,  უნიკალური ოქროს ფონდი შექმნა, სადაც დაცულია ქართველი მწერლების, პოეტების, ხელოვნების წარმომადგენლების და სახელმწიფო მოღვაწეების ხმები.
 

ამავე კატეგორიაში