სალომე ზურაბიშვილი ბათუმში ამომრჩევლებს შეხვდა

18 აგვისტო 2018, 00:00 4804 ნახვა

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. დღეს ის ამომრჩევლებს ბათუმის ბულვარში შეხვდა, მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა და მათ საკუთარი ხედვები და გზავნილები გააცნო. 

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მმართველ გუნდათ კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა და საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება  რაც პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. შეხვედრის პარალელურად კანდიდატისთვის ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობდა. სალომე ზურაბიშვილი  ხვალ კახეთში  გეგმავს ამომრჩეველან შეხვედრას.  ამ დროის მონაცემებით   პრეზიდენტობის სურვილი  22 კანდიდატს აქვს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა  8 სექტემბერში იწურება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში