ფრენების გაზრდილი რაოდენობა

20 ივლისი 2016, 00:00 3251 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დღეიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. გადაწყვეტილება აჭარის მიმართულებით ფრენების უპრეცედენტო რაოდენობას უკავშირდება. რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულის განმავლობაში ბათუმში, ყოველთვიურად 300 ავიარეისი შესრულდება. აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მუშაობას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ტურისტული სეზონი ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა და რეგიონის შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სტუმრებმა რეგიონში თავი მაქსიმალურად კონფორტულად იგრძნონ.

ამავე კატეგორიაში