''აწარმოე საქართველოში'' - ბათუმში პირველი რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა

17 აგვისტო 2018, 00:00 1988 ნახვა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პირველი რეგიონული წარმომადგენლობა ბათუმში გაიხსნა. იუსტიციის სახლში განთავსებული მომსახურების ცენტრში, ნებისმიერი დაინტერესებული პირი ბიზნესსექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, შეძლებს  დაუკავშირდეს „აწარმოე საქართველოში“ მონაცემთა ბაზაში არსებულ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს.

სააგენტოს ინფორმაციით,  უფრო ეფექტიანად მოხდება არა მხოლოდ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამების, არამედ მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ყველა ფინანსური მექანიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. უწყების განმარტებით,  „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, აჭარაში სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 19 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 37,8 მლნ ლარზე მეტია. რამაც 700-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

ამავე კატეგორიაში