საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტში

14 აგვისტო 2018, 00:00 1956 ნახვა

აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა. ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც ამერიკის მოკავშირე და პარტნიორი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტი განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში ამერიკის მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად ქვეყნის თავდაცვის მდივანმა, სახელმწიფო მდივანთან და ევროპაში აშშ-ის სარდლობასთან კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს ძალებთან თავსებადობას. კანონი მოუწოდებს ადმინისტრაციას შეიმუშაოს და განახორციელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების, განსაკუთრებით, რუსული აგრესიისა და საზიანო გავლენის უშუალო სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერას მოიცავს.

ამავე კატეგორიაში