''მეჩეთის მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს''-პოლიტიკოსების შეფასება

07 აგვისტო 2018, 00:00 6319 ნახვა

უნდა ჩატარდეს თუ  არა ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით  რეფერენდუმი? – უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, როგორც მმართველი გუნდიდან, ასევე ოპოზიციიდან მიიჩნევენ, რომ- არა. პოლიტიკოსების თქმით, საკითხის გადაჭრა სხვა გზებითაა შესაძლებელი და არა რეფერენდუმით, რომელიც რეგიონის დონეზე ვერ ჩატარდება.

გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე განცხადება  დეკანოზმა დავით ისაკაძემ  გააკეთა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესცენტრში აცხადებენ, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება მათი პოზიცია არ არის და კონკრეტული სასულიერო პირის მოსაზრებაა. 

ამავე კატეგორიაში