საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანისთვის მოქალაქეს ავტომანქანა ჩამოერთვა

06 აგვისტო 2018, 00:00 3292 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 5 აგვისტოს, ორი მოქალაქე დააჯარიმეს. ერთმა მათგანმა  ,,სარფის" საბაჟოზე, ხოლო მეორემ ,,წითელი ხიდზე“ არადეკლარირებული სიგარეტები გადმოიტანეს ქვეყნის ტერიტორიაზე. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში, 1940 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს.

ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.  ა.ტ-სა და ჯ.მ-ს არადეკლარირებული სიგარეტი, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოაჩნდათ.

 საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ა.ტ-ს, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

ხოლო, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჯ.მ-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით დააკისრეს. 

ამავე კატეგორიაში