ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

05 აგვისტო 2018, 00:00 1625 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოწმეების ძირითადი ნაწილი 70-ზე მეტი პირი გამოკითხა. ხვალ უკვე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ, რის შემდეგაც საგამოძიებო კომისიის 17-ვე წევრი ერთობლივად შეუდგება საბოლოო დასკვნის მომზადებას. პარლამენტს კი მოხსენებას სექტემბრის დასაწყისში წარუდგენს. გუშინ 4 არასრულწლოვნის გამოკითხვის შემდეგ,რომელთაგან ერთი გამოძიების პირველ ეტაპზე სამართალდამცველებს არ დაუკითხავთ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას საქმის ახალ დეტალებზე ინფორმაცია არ მიუღია.

როგორც ჟურნალისტებთან კომისიის წევრებმა აღნიშნეს,  რომ გამოკითხულებმა ნაწილობრივ დაადასტურეს საქმეში უკვე გამოვლენილი ახალი გარემოებები და ახალგაზრდებმა გაცილებით მეტი იციან მომხდარის შესახებ. პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მათ სახელმწიფო სამსახურებმა სტრასბურგში გამგზავრებაში ხელი შეუშალეს და გერმანიაში შესვლისას მაჩალიკაშვილის დაკავება იგეგმებოდა. როგორც მაჩალიკაშვილი და სარალიძე აცხადებენ, გერმანიაში, მას შემდეგ რაც ისინი ელისო კილაძესთან ერთად საზღვარს გადაკვეთდნენ, სავარაუდოდ, მაჩალიკაშვილის დაკავება იგეგმებოდა.

ამავე კატეგორიაში