გამოცდების შედეგები

04 აგვისტო 2018, 00:00 2264 ნახვა

აბიტურიენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე გეოგრაფიასა და მათემატიკაში მიღებული შედეგები გახდა ცნობილი. ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში აბიტურიენტების 6%-მა, მათემატიკაში კი, დაახლოებით 20%-მა ზღვარი ვერ გადალახა.

გეოგრაფიის გამოცდის ერთ ვარიანში ზღვარი ვერ გადალახა 10%-მა, ხოლო მეორე ვარიანტში ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა აბიტურიენტთა 16%-მა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაახლებით 35 000-მა აბიტურიენტმა დაწერა, გეოგრაფია 12 000-მდე , ხოლო 20 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა. ინფორმაციის გაგება აპლიკანტებს ვებგერდზე ონლაინ ნაეკ ჯი და მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ უნარ-ჩვევების ხოლო გუშინ უცხო ენების გამოცდის შედეგებიც გამოქვეყნდა. 

ამავე კატეგორიაში