საბერძნეთში ხანძრების მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

03 აგვისტო 2018, 00:00 1544 ნახვა

 საბერძნეთში 35 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც აღმოსავლეთ ატიკაში, მარათონას მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ გაჩენილ ხანძარშია ეჭვმიტანილი, რის შედეგადაც 91 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. გარდა ამისა, მას ბრალად ედება ხუთი კოცონის გაჩაღება 26-დან 31 ივლისის ჩათვლით რიზარის მიწებზე, ასევე ქვეყნის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. საბერძნეთში ხანძარი 23 ივლისს დაიწყო, რასაც 91 ადამიანი ემსხვერპლა, 25 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ამავე კატეგორიაში