ვის შორის უნდა შედგეს კონსესუსი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე?

31 ივლისი 2018, 00:00 6813 ნახვა

ბოლო ათ დღეში გაკეთებული სამი განცხადება, ნახსენები “ქართული ფული” და “საზოგადოებრივი კონსესუსი” – რეგიონის მთავრობის ახალი თავმჯდომარის მიერ მეჩეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებია კვლავ ყურადღების ცენტრში. საკითხზე წინა თავმჯდომარეებიც აფიქსირებდნენ პოზიციას, მათ შორის ზურაბ პატარაძემ თქვა გადადგომამდე 20 დღით ადრე, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს, რომ შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ტექნიკური დეტალების დაზუსტებაა დარჩენილი.

მუსლიმთა სამმართველოში ამბობენ რომ ეს ტექნიკური დეტალი საინიციატივო ჯგუფის მიერ მიწის ნაკვეთის სამმართველოსთვის გადაცემაა, რითაც დასრულდება პროცესი და დაიწყება მშენებლობა. მიწის სამმართველოსთვის გადაცემა კი საინიციატივო ჯგუფისთვის მიუღებელია. ინტერესების დამცველები დავის გაგრძელებას და ნებართვის მოპოვებას კვლავ სასამართლოს გზით აპირებენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში