მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია დასრულდა

30 ივლისი 2018, 00:00 2303 ნახვა

ხელოვნების ცენტრში მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მე-4 ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. პროექტის ფარგლებში მუსიკოსებს მასტერკლასები ჩაუტარდათ.

მოწვეულები იყვნენ ქართველი და უცხოელი ცნობილი კომპოზიტორები და მუსიკოსები. ფესტივალის საუკეთესო მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვეს, ხოლო სამი საუკეთესო მონაწილე გერმანიისა და ამერიკის შეერთებულ შტატების ორკესტრებში დაუკრავენ.

პროექტის ფარგლებში გასულ წელს დაარსდა ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, რომელშიც 13-დან 28 წლამდე ახალგაზრდები არიან გაწევრიანებულები

ამავე კატეგორიაში