სტუდენტები 13 ქვეყნიდან ბათუმში

29 ივლისი 2018, 00:00 4157 ნახვა

ცეკვა ,,აჭარული“ უცხოელი სტუდენტების შესრულებით. ღონისძიება  ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადასთან  გაიმართა. 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტი   აჭარაში ევროპის სტუდენტთა ფორუმის პროექტის ,,საზაფხულო უნივერსიტეტი“ - ს ფარგლებში იმყოფება.  

მანამადე ისინი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს   რეგიონებში  მოგზაურობდნენ და ქართულ კულტურას გაეცნენ,  დაესწრნენ აჭარული ცეკვის მასტერკლასებს და მონაწილეობა  მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში. ევროპის სტუდენტთა ფორუმის მონაწილეები  ბათუმს  2  დღეში   დატოვებენ.   

ამავე კატეგორიაში