დისტანციური სწავლება

22 ივლისი 2018, 00:00 1614 ნახვა

მცირე ბიზნესი ,ინფორმაციული ტექნოლოგიები და კომპიუტერული ქსელები - ამ მიმართულების პროგრამების შესწავლა ოქტომბრიდან სტუდენტებს დისტანციური სწავლების მეთოდით  შეეძლებათ. პროექტი ძირითადად შშმ პირებზეა მორგებულია და სასწავლო მიმართულებებიც მათი გამოკითხვის შედეგად შეირჩა.

სტუდენტებს ლექციებზე დასწრების გარეშე, დისტანციურად, ინტერნეტის დახმარებით შეეძლებათ  პროფესორ მასწავლებლებთან კომუნიკაცია. პროექტის განსახორციელებლად  დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიას,  არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ და  საზოგადოებრივ კოლეჯ ახალ ტალღას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი