მოზარდების მკვლელობის საქმე - ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

20 ივლისი 2018, 00:00 1904 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გუშინ დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. გამოძიება მას ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ის ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი გამოცხადდა.  ხელახალი ძიების ფარგლებში შსს-მ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და მოწმეზე

ამავე კატეგორიაში