''ქურდული სამყაროს'' წევრობისთვის დაკავებული  პირების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს

19 ივლისი 2018, 00:00 3097 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ. სასამართლოზე ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის შესახებაც იმჯელებენ, რომელსაც საგამოძიებო ორგანომ დაუსწრებლად ბრალი გუშინ წარუდგინა.

ადვოკატები დღევანდელ პროცესზე დაკავებულების გასათავისუფლებლად გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. სამართალდამცველებმა აჭარასა და თბილისში „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს. ჯენი კვანტალიანი მუშაობს თემაზე მას ახლა პირდაპირ ეთერში ვრთავთ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში