4 დღის წინ, ხულოს ტყეში ნაპოვნი ქალი, სავარაუდოდ, მოკლულია

18 ივლისი 2018, 00:00 2607 ნახვა

ხულოში,  ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი  პირი დააკავეს.  შემთხვევა, 13 ივნისს, სოფელ ირემაძეების ტყეში მოხდა.  50 წლამდე ასაკის გარდაცვლილი ქალის ცხედარი ადგილობრივებმა ღამით შენიშნეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. 

გარდაცვლილი სოფელ ირემაძეებში ცხოვრობდა. ოჯახის ახლობლები ადასტურებენ, რომ ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა, თუმცა ამ დრომდე არ აქვთ ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დეტალები მათთვის უცნობია. ამბობენ, არ იციან მოკლულია თუ არა მათი ოჯახის წევრი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, 4 დღის წინ, 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. შეიცვალა თუ არ ამუხლი და როდის დააკავეს ეჭვმიტანილი, ინფორმაციას უწყებიდან ველოდებით. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში