სახიფათო  ადგილები  ბათუმში

16 ივლისი 2018, 00:00 14200 ნახვა

ბაგრატიონის და ჭავჭავაძის ქუჩები, ჩაქვის გვირაბი, მახინჯაური და აეროპორტის გზატკეცილი – ეს ის ადგილებია სადაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ყველაზე ხშირად იძახებენ და ავტოავარიები ყველაზე ხშირად ხდება. “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ამ ადგილებს ე.წ. შავ მონაკვეთებს უწოდებს. როგორც ხალხი ამბობს და ამაზე ახლახანს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევაც მეტყველებს, შესაძლოა მალე ამ ჩამონათვალს ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელი ახალი შემოვლითი გზაც დაემატოს.

რატომ ვერ ახერხებს ქალაქი ინფრასტრუქტურის ისე გამართვას, რომ თავიდან აიცილოს ტრაგიკული შემთხვევების სიმრავლე კონკრეტულ ადგილებში? აღმოჩნდა, რომ თვითმმართველობა ამ სტატისტიკით არ ხელმძღვანელობს და მოსახლეობის მიმართვას ელოდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი