გამოძალვის ფაქტები ბათუმში

15 ივლისი 2018, 00:00 5466 ნახვა

ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და გამოძალვის ფაქტები. სამართალდამცველებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მფლობელი და მისი თანამშრომელი დააკავეს გამოძიების ინფორმაციით, ისინი კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ.

ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის რესპუბლიკის კიდევ ერთ მოქალაქეს კი 1 000 ლარი იძულებით გადაახდევინეს. მათ 4 დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი