სამი დაღუპული, მათ შორის 6 თვის ტყუპები -ავარია ჩაქვში

14 ივლისი 2018, 00:00 6939 ნახვა

3 დაღუპული მათ შორის 6 თვის ტყუპები და რამდენიმე დაშავებული. ავტოავარია ჩაქვი - ქობულეთის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.  

დაშავებული ჩვილები და დედა,  დედათა და ბავშვთა ცენტრში კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ მიიყვანა, თუმცა ბავშვები საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალნენ. ავარიის დროს ადგილზე გარდაიცვალა 24 წლის კაცი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში