ტრენინგი დასაქმების სააგენტოს თანამშრომლებისათვის

16 ივლისი 2016, 00:00 2339 ნახვა

აჭარის დასაქმების სააგენტოს თანამშრომლებს, განახლებული ვებ-გვერდისა და მონაცემთა ბაზის ფუნქციონირების გაცნობის მიზნით, ტრენინგი ჩაუტარდათ. დასაქმების სააგენტოს ახალი ვებ-გვერდი და მონაცემთა ბაზა ერთმანეთთან  ინტეგრირებული იქნება. ვებ-გვერდზე განთავსდება სხვადასხვა სახის ვიდეოგაკვეთილები და საგანამანათლებლო დოკუმენტები. ტრენინგი კომპანია ,,ნოვა სისტემსი”-ის წარმომადგენელმა ჩაატრა. აღნიშნული კომპანიის მიერ შემუშავდა დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზა. სააგენტო პარარელურად ძველი ბაზის ინვენტარიზაციას დაიწყებს და არსებულ მონაცემებს განახლებულ ბაზაში გადაიტანს.

ამავე კატეგორიაში