ინფრასტრუქტურული  სამუშაოები  ლადო  ასათიანის  ქუჩაზე

10 ივლისი 2018, 00:00 1494 ნახვა

ლადო ასათიანის ქუჩაზე  ინფრასტრუქტურული  სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, დამონტაჟდა გარე განათება, დაიგო  ქვაფენილი, ბორდიურები, დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება.  სამუშაოების ღირებულება  1 მილიონ 144 ათასი ლარია. გარდა ამისა, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია, რისთვისაც მილიონი ლარია გამოყოფილი, თანხა  გარე განათების მონტაჟს, ბორდიურების და ტრორუარების მოწყობას და გზის მოასფალტებას მოხმარდება.  

სამუშაოები სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. ასევე გრძელდება  ლადო ასათიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპისთვის სანიაღვრე არხების მოწყობა ხორციელდება, რის შემდეგაც დაიწყება ტერიტორიის მოასფალტების და კეთილმოწყობის სამუშაოები.  პროექტის ღირებულება  3 895 ათასი  ლარია. 

ამავე კატეგორიაში