სარკინიგზო კატასტროფამ თურქეთში 24 ადამიანი იმსხვერპლა

09 ივლისი 2018, 00:00 2498 ნახვა

სარკინიგზო კატასტროფა მოხდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში. ძლიერი წვიმებისა და მეწყერის გამო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 24  და დაშავდა  300 ზე მეტი ადამიანი. მონაცემებს თურქული ტელეარხები ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მატარებელში, რომელიც  სტამბოლის მიმართულებით  ასრულებდა რეისს, 360 მგზავრი იმყოფებოდა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით,  ინციდენტის შედეგად  5 ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა. კატასტროფის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. 

ამავე კატეგორიაში