საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა

30 ივნისი 2018, 00:00 1397 ნახვა

საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა. კვლევა “მსოფლიო მართლწესრიგი - 2018“ მსოფლიოს 142 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიზანი მართლწესრიგის ინდექსის დადგენა იყო. რეიტინგში საქართველოს ქულა 87-ით განისაზღვრა.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა. ათეულში მოხვდნენ: ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია, დანია. რეიტინგში ყველაზე დაბალი - 44 ქულა ვენესუელას აქვს. საფრთხის შემცველი ქვეყნების ათეულში შედიან: ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა და სიერა ლეონე.

ამავე კატეგორიაში