საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების დამონტაჟების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა - მამუკა ბახტაძე

29 ივნისი 2018, 00:00 2078 ნახვა

''საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების დამონტაჟება არის საკითხი, რომლის დაგეგმვაც ალბათ უკეთ შეიძლებოდა. მე გავერკვევი დეტალებში, რატომ დადგა ასეთი გარემოება, რომელიც არის ძალინ ცუდი'' – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას. ცნობილია რომ წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების სისტემა მხოლოდ ერთ, რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება დამონტაჟებული.

„ეს არათუ ლოგიკურია, არამედ ეს გარემოება არის ძალიან ცუდი, მე ასე შევაფასებდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება ეს საკითხი უმოკლეს ვადებში მოგვარდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც ალბათ უკეთ შეიძლებოდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.

ივლისში, გამოცდის მიმდინარეობისას აუდიტორიებში ძალიან ცხელა. უკვე წლებია, აბიტურიენტებს ტესტირების გავლა, მსგავს ვითარებაში უწევთ. 

ამავე კატეგორიაში