საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართვა

26 ივნისი 2018, 00:00 1776 ნახვა

მაშველების გაზრდილი რაოდენობა და დამატებითი საგუშაგოები პლაჟზე – მიუხედავად გაძლიერებული მეთვალყურეობისა, ბოლო ორ თვეში ზღვასა და მდინარეებში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი გადარჩა.

მაშველებს, მხოლოდ ბათუმში, ყოველდღიურად უხდებათ მოზარდების, არასრულწლოვნებისა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების წყლიდან გამოყვანა, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა დღესაც, სამაშველო ოპერაცია საბედნიეროდ წარმატებით დასრულდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ გაფრთხილებას და წესებს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში