გორგილაძის ქუჩაზე ბინა გაქურდეს

26 ივნისი 2018, 00:00 2580 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის 114 ნომერში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. უცხო პირებმა ბინიდან ორი პორტატული პერსონალური კომპიუტერი წაიღეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დაზარალებულებმა ფაქტის შესახებ სამართალდაცმველებს შეატყობინეს. აღნიშნულ კორპუსში მოქალაქეებმა ბინა, რამდენიმე დღით იქირავეს. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ვიდეოკამერები დამონტაჟებული არ არის. 

დამნაშავე ამ დრომდე ძებნაშია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში