გამწვანების აქცია ქობულეთში

23 ივნისი 2018, 00:00 1546 ნახვა

„გრინ ჩელენჯი „- ამ სლოგანით წამოწყებული აქციის ფარგლებში  ქობულეთში,  სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სკვერში 80 ძირი მცენარე  დარგეს, მათ შორის დეკორატიული ყვავილები.  

სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების გამწვანება ქობულეთის მერიისა და  ერთ -ერთი სასტუმროს ერთობლივი სოციალური  პროექტია.  ქალაქის გასამწვანებლად კერძო კომპანია  ტურისტულ ობიექტებს იწვევს, რათა გაამწვანონ არა მხოლოდ თავიანთი ობიექტების მიმდებარე ტერიტორია,  არამედ ქალაქში არსებული საზოგადოებრივი  სივრცეები.

პროექტი მიზნად ისახავს გამწვანების აქციაში ტურისტული კომპანიების ჩართვას მთელი საქართველოს მასშტაბით.  კომპანიები ნარგავების მოვლა-პატრონობასაც უზრუნველყოფენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში