ბათუმის ბულვარის საქმე - სასამართლო პროცესი

22 ივნისი 2018, 00:00 2313 ნახვა

ვის სურდა 2 წლის წინ ძველ ბულვარში ერთ-ერთი სასეირნო ხეივნის გაუქმება და კომერციულ ზონად ქცევა? კომპანიამ რომელმაც კონცეფციაზე იმუშავა, ამტკიცებს რომ ეს ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივა იყო, არადა მოგვიანებით ადმინისტრაციამ ამ დოკუმენტის ჩაბარებაზე, ხარვეზებისა და მოსახლეობის პროტესტის ფონზე, თქვა უარი.

მხარეებს დღეს სასამართლოში მოუსმინეს. “ოაზისი” შესრულებული სამუშაოს გამო თანხას ითხოვს, ადმინისტრაცია კი მათ მიერ დასახელებული ხარვეზების გამოსწორებას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში