გიორგი მიქაუტაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა

22 ივნისი 2018, 00:00 2093 ნახვა

დღეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე გამოკითხეს – ეს მოსამართლის პირველი ჩვენებაა მოწმის სახით. ე სარის საქმე, რომლის გამოც ორი არასამთავრობო ორგანიზაცია გიორგი მიქაუტაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

საუბარია 2016 წელს, გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომელზეც თავდაპირველად გამოძიება მოზარდის ცემის ფაქტზე დაიწყო, მოგვიანებით კი მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაგრძელდა.

კითხვები მოსამართლის მისამართით და მიქაუტაძის პასუხები – რა მოხდა ორი წლის წინ გონიოში და რას ამბობს დაზარალებული სტატუსის მქონე მოსამართლე, რომელსაც ბრალდებულები შვილის ცემაში სდებენ ბრალს?

დეტალებში გარკვევას დღეს საქმის ის მოსამართლე ცდილობდა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ ახლახანს გაამწესა, შეგახსენებთ მიქაუტაძე ამ საბჭოს მდივანია, თუმცა არ მონაწილეობდა გამწესების პროცესში. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი