დაკავება საზღვარზე დიდი ოდენობით კონტრაბანდის ფაქტზე 

21 ივნისი 2018, 00:00 1979 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, მათივე მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლოს“, „სარფის“ და „ნინოწმინდის“ გავლით შემოიტანეს დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის  - ოქროსა და  ვერცხლის ნაკეთობები. ხოლო, ერთ შემთხვევაში ბრალდებული, ცდილობდა მალულად შემოეტანა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობაც. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული ძვირფასი ლითონის საბაჟო ღირებულება 360 000 ლარს შეადგენს.  

დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში