მეტამფეტამინის ქვედა ზღვრის განსაზვრას ითხოვენ - განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

20 ივნისი 2018, 00:00 1606 ნახვა

გამწესრიგებელი სხდომა დასრულდა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის დაიწყება თუ არა არსებითი განხილვა სარჩელზე, სადაც მოქალაქეები ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაწესებული სასჯელის არაკონსტიტუციურობას ითხოვენ. მოსარჩელე მხარეს მოლოდინი აქვს, რომ პირველი კოლეგია მათ სარჩელს განხილვების გარეშე, განჩინებით დააკმაყოფილებს.

ერთ შემთხვევაში მოითხოვენ სისხლის სამართლის დანაშაულად არ ჩაითვალოს ის ოდენობა, რაც გამოყენებისთვის უვარგისია და ეს ზღვრული ოდენობა პარლამენტმა დაადგინოს.

''თეთრი ხმაურის მოძრაობა'' ასეთ დოზად 0.0003 გრამის განსაზღვრას მოითხოვს. ეს ის ოდენობაა, რის გამოც  ერთ-ერთი მოსარჩელე პასუხისგებაში მიეცა. რატომ არ დაადგინა პარლამენტმა ნარკოტიკის შენახვის ქვედა ზღვარი - არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვები მოსამართლეებსაც ჰქონდათ.
 

მოპასუხე მხარემ თქვა, რომ  საკანონმდებლო ორგანოში მცირე ოდენობის განსასაზღვრად მუშაობა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორების განცხადებით, სადავო ნორმა არაჰუმანურ სასჯელს ითვალისწინებს, რითაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლს.   

ამავე კატეგორიაში