ავარიის შედეგად ქვეითი დაშავდა

18 ივნისი 2018, 00:00 1933 ნახვა
ავტოავრიის შედეგად, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის კვეთაში მოქალაქე დაშავდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ქვეითი ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმიდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში