სარკინიგზო კატასტროფა ყაზახეთში

17 ივნისი 2018, 00:00 1719 ნახვა

ყაზახეთში, ასტანა-ალმათის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადავარდნის ფაქტზე სამართალდამცავმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღძრა.  

ინციდენტი ქვეყნის სამხრეთში ჟამბილის ოლქში გადავარდა.  დაიღუპა ერთი მოზარდი, სამმა მგზავრმა  ტრავმები მიიღო. წინასწარი ვერსიით, სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადავარდნის მიზეზი მკვეთრი დამუხრუჭება გახდა.  მატარებლის მემანქანემ გამრუდებული რელსები შენიშნა და საგანგებო მუხრუჭი გამოიყენა. 

ამავე კატეგორიაში