აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა

16 ივნისი 2018, 00:00 1405 ნახვა

აზიის განვითარების ბანკი  საქართველოში პროექტების დაფინანსების გაზრდას ვარაუდობს. საუბარია 1,2 მილიარდი დოლარის  გამოყოფაზე.  ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა  ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის  მამუკა ბახტაძეს შეხვდა.  

ტაკეჰიკო ნაკაომ  მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა მიულოცა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკმა  საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების და სხვა პროექტების დასაფინანსებლად 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

უკვე დასრულდა ქობულეთის შემოვლითი გზის და დაიწყო  ბათუმის შემოვლითი გზის პროექტები.   ნაკაომ თბილისში გამართული შეხვედრები  შეაჯამა. 

ამავე კატეგორიაში