ირაკლი კობახიძე: ''პრემიერ მინისტრი არსებული გუნდიდან შეირჩევა''

14 ივნისი 2018, 00:00 2055 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე​ აცხადებს, რომ პრემიერის კანდიდატურა მოქმედი გუნდიდან შეირჩევა. ''ჩემი განწყობაა, რომ მინისტრთა კაბინეტიდან იყოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. დღეს, 17:00 საათზე შეიკრიბება უმრავლესობა და დღესვე გადაწყდება პრემიერ-მინისტრის საკითხი. ჩემი განწყობაა, რომ მინისტრთა კაბინეტიდან იყოს კანდიდატურა. თუმცა, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. არ იქნება სწორი ამ ეტაპზე რიგგარეშე არჩევნები, დღეს რომ ჩატარდეს, ოპოზიცია შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდეს პარლამენტში და პროპორციული სისტემა კიდევ გადავადდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამ კანდიდატურას განიხილავს - შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას,  ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის. 

ამ საკითხზე, დღეს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება. მარგველაშვილმა მოუწოდა მმართველი გუნდის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, დაასრულოს ეს მასკარადი და თავად გახდეს პრემიერ მინისტრი, რადგან საზოგადოებისთვის და უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარი ხდება, რატომ მიდიან ან ინიშნებიან მოულოდნელად პრემიერ მინისტრები  საქართველოში. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში