ბათუმის პანორამული ბორბალი ორი წლის ვადით გასხვისდა

11 ივნისი 2018, 00:00 2102 ნახვა

ბათუმის პანორამული ბორბალი ორი წლის ვადით გასხვისდა.  ატრაქციონი იჯარით კომპანია „პანორამა 2018“-ს გადაეცა. საუქციონე პირობების თანახმად მოიჯარე ვალდებულია ატრაქციონით სარგებლობის მსურველთა საფასური არ აღემატებოდეს 5 ლარს, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის სარგებლობა უნდა იყოს უფასო.

ატრაქციონმა  ფუნქციონირება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მერიაში რეორგანიზაციის შედეგად ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო გაუქმდა.

ამავე კატეგორიაში