უკრაინის ქალაქ სუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

10 ივნისი 2018, 00:00 1666 ნახვა

უკრაინის ქალაქ სუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.  უკრაინული მედიის თანახმად,  ახალგაზრდა მამაკაცი კლუბში შეიჭრა და იქ მყოფებს ხელყუმბარა ესროლა.  დაშავებულები, რომელთა ასაკი 18-დან 34 წელია, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.  

ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.  სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მიზნით თავდასხმის მუხლით აღიძრა.

ამავე კატეგორიაში