ქედის ისტორიული მუზეუმი ადგილს იცვლის

09 ივნისი 2018, 00:00 1741 ნახვა

ქედის ისტორიული მუზეუმი ადგილს იცვლის. პროექტით, რომლის ღირებულება 300 ათას ლარზე მეტია საგამოფენო სივრცე და გალერეა ახალ, ორ სართულიან შენობაში განთავსდება.

ამჟამად რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მუზეუმში, მცირეა საგამოფენო სივრცე, დაზიანებულია იატაკი და სახურავი, საიდანაც წვიმის დროს წყალი ჩადის. ქედის მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, პროექტი უკვე მზადაა და სამუშაოები მომავალი წლის ბიუჯეტშია გაწერილი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში